saWmeli sokoebi - dumasoko

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Boletales
Семейство: Suillaceae
Род: Маслёнок
Вид: Маслёнок зернистый
Латинское название: Suillus granulatus

 

დუმასოკო - (ინგ. Suillus granulatus) (რუს. Маслёнок зернистый)

სინონიმი: უცნობია.

მილაკოვანი სოკო ზეთიანას გვარის ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ხასითდება რგოლების უქონლობით და ლორწოვანი ყავისფერი ქუდით.

აღწერა

ქუდის დიამეტრი შეადგენს 2-20სმ. ქუდს აქვს მომრგვალებულ-ამობერილი ან გაბრტყელებული ფორმა, შეხებისას გლუვია, ლორწოვანი, შიშველი, მშრალ ამინდში ბზინავს, კანის ფერი მოყვითალო-ყავისფერი, მოწითურო-ყავისფერი, ყვითელი-ოხრისფერი ან ოხრისფერ-ყავისფერი, წითელი-მურა ან ჯანგისფერ-მოწითალომდე. კანი ადვილად ცილდება ქუდიდან.

რბილობი ხორციანი, ელასტიური, თავიდან მოთეთრო, მოგვიანებით მოყვითალო ფერის, გაჭრისას ფერს არ იცვლის, მომჟავო გემო და სუსტად გამოხატული ხილის სუნით.

მილაკოვანი ფენა შეზრდილი აქვს, მილაკების სიგრძე 0,3სმ, ფორები ბაცი ყვითელი ან ღია ყვითელი, მოგვიანებით ოხრისფერი, მურა-ყვითელი ან მომწვანო, პატარები, მომრგვალებული, ზრდასრულ სოკოებს დიდი 1მმ-მდე დიამეტრში და არათანაბარი, წაკვეთილი ფორმის.

ფეხი 4-8სმსიმაღლის და 0,8-2სმ. სისქის, ერთიანი, ცილინდრული, მყარი, რგოლის გარეშე, გლუვი, ფეხის ფერი მოყვითალო-მოთეთრო, სიმწიფეში ძირს აქვს მურისფერი. ფეხის ზედა ნაწილში და მილაკების ფორებზე ახალგაზრდა ეგზემპლარებს გამოეყოფა სითხის პატარა წვეთები მოთეთრო ფერის, რომლებიც მერე შრება და წარმოქმნიან მურა ლაქებს. ფეხის კანზე ვლინდება მეტნაკლებად გამოხატული მარცვლოვანი კვანძები, რომელიც მანის ბურღულს წააგავს.

სპორის ფხვნილს აქვს ყვითელი ფერი. სპორები 8-10×2,5-4მკმ, ელიფსურ-თითისტარის ფორმის, ღია ყვითელი ფერის, გლუვი.

ეკოლოგია და გავრცელება

ძირითადი სტატიები: სოკოების ეკოლოგიური ჯგუფები, მიკოგეოგრაფია.

ფესვს იკეთებს უმთავრესად ჩვეულებრივ ფიჭვის ხესთან, იშვიათად სხვა(ნაირ) ფიჭვებთან. ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ევროპა, რუსეთის ევროპული ნაწილი, ჩრდილოეთ კავკასია, ურალი, ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი, ისრაელი. გვხვდება წიწვოვან ტყეებში სადაც ფიჭვიც ხარობს, ხშირად ახალგაზრდა ტყეებში ან სანერგეებში, ქვიშიან ნიადაგებზე, ხშირად იზრდება მდელოებზე, გზის პირას გაჩეხილ ადგილებზე.  გვხვდება ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად. იზრდება ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით.

მსგავსი სახეობები

დუმასოკოს სხვა სახეობები,რომლებიც ფიჭვის ქვეშ იზრდება:

• დუმასოკო წითური (Suillus fluryi)უფრო მუქი ქუდით(დერმეკის მიხ.).
• დუმასოკო რგოლის გარეშე (Suillus collinitus) აქვს უფრო მუქი ქუდი და მოვარდისფრო ნადები (მიცელიუმი) ფეხის ძირში.
• დუმასოკო კედარის (Suillus plorans) იზრდება ხუთწიწვოვანი ფიჭვის ქვეშ (ევროპული კედრისებური ფიჭვი (Pinus cembra)).

გამოყენება

საჭმელი სოკო. გამოიყენება გამხმარი, ახალდაკრეფილი, დაწნილებული და დამარილებული სახით, კერძების, საწებელების, შემწვარი საჭმელის მოსამზადებლად. მომზადების წინ ლორწოვანი კანი უნდა მოშორდეს ქუდიდან.

სინონიმები:

• რუსული: დუმასოკო ზაფხულის, დუმასოკო ადრეული
• ლათინური:
• Boletus granulatus L. 1753
• Agaricusgranulatus (L.) LAM. 1783
• Rostkovitesgranulatus (L.) P. Karst. 1881
• Ixocomusgranulatus (L.) QUÉL. 1888